05
თებერვალი
2018
ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ქალაქის ტაქსების ბაზრის რეგულირებაზე განცხადება გააკეთა. რეგულირებაზე გადასვლის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან, შეიძინონ ტაქსის ნიშანი და აიღონ შესაბამისი უწყების ნებართვა. ეს რეგულაცია მძიმე ტვირთად არ დააწვება ტაქსის სერვისის მიმწოდებლებს. თუმცა მეორე ეტაპზე ტაქსის მძღოლებს მოეთხოვებათ, გაიარონ ტექნიკური დათვალიერება და დააკმაყოფილონ ხარისხის მინიმალური სტანდარტები.
05
თებერვალი
2018
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2018 წლის 5 თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
02
თებერვალი
2018
შეფასდა პროექტის გავლენა კახეთში მეცხოველეობაში ჩართული მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავლებზე.
02
თებერვალი
2018
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა კვლევა საქართველოში მიწის რეგისტრაციის პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, გააანალიზა მიწის მიმდინარე რეფორმა და გამოკვეთა ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარების გამოწვევები.
02
თებერვალი
2018
კვლევის მიზანია საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ვანი) ორგანული თხილის სექტორის განვითარების ამჟამინდელი სტატუსის ანალიზი და ღირებულებათა ჯაჭვში მიმდინარე ძირითადი პროცესების შესწავლა წარმოების ეტაპიდან მოყოლებული გადამუშავებამდე და მარკეტინგამდე.