04
მარტი
2017
ზემოთ მოყვანილი ციტატა კარგად მიესადაგება ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, რომლის კრიზისი გრძელდება, ღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სუბიექტს ითრევს. გავიხსენოთ რამდენიმე კარგად ცნობილი მოვლენა და ფაქტი: საბერძნეთი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო მოვლენათა ამ ჯაჭვში, როდესაც 2009 წელს ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნა. იმ პერიოდში, არაოფიციალური შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-იდან ჯერ 13%-მდე, შემდეგ კი 15%-მდე გაიზარდა.
19
თებერვალი
2017
საკვები პროდუქტების ფასები კვლავ აგრძელებს ბოლოდროინდელ დინამიკას. საკვები პროდუქტების საცალო ფასების ინდექსი წინა თვესთან (2017 წლის იანვართან) შედარებით 2.6%-ით შემცირდა, წინა წელთან (2016 წლის თებერვალთან) შედარებით კი 4.9%-ით გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაწვნის (-10.4%), ჩაისა (-6.2%) და სტაფილოს (-6.2%) ფასი დაეცა, თუმცა, სანაცვლოდ, კომბოსტოს (+25.0%), მწვანილისა (+16.1%) და ბადრიჯნის (+14.9%) ფასები გაიზარდა.
17
ოქტომბერი
2016
ხაჭაპურის ინდექსის გრაფიკზე (ადგილობრივებისთვის) ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის მთელი ამბავი შევიტყოთ. ზამთრის სუსხიან თვეებში საკუთარი თავის იმედად მიტოვებული ძროხები ძალიან ცოტა რძეს იწველიან, რის გამოც რძის ნაწარმის ფასები კატასტროფულად იზრდება. ადრეულ გაზაფხულზე კი პირიქით, მზიანი ამინდების გამოჩენისა და საძოვრების გამწვანებისთანავე, რძის საბაზრო ფასები უკიდურესად მცირდება.
20
აპრილი
2016
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2016 წლის 20 აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
20
აპრილი
2016
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2016 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.