04
მარტი
2024
2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც 3.3%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი 1.5%-ით შემცირდა.
26
თებერვალი
2024
2024 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,175 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის იანვარში სრული წარმოება 1,111 მილიონი კილოვატსაათი იყო).
26
თებერვალი
2024
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის დეკემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8,3%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7 %-ს მიაღწია.
19
თებერვალი
2024
2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
12
თებერვალი
2024
საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ არაერთი შეთანხმების, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერია. 2021 წელს საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC), რომლის თანახმადაც ქვეყანაში სათბური გაზების ემისია 35%-ით უნდა შემცირდეს 1990-იანი წლების დონესთან შედარებით.