შეავსე ფორმა
Logo
დეკემბერი 2014 მაკრო მიმოხილვა | შენელების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს მასშტაბის მკვეთრი ზრდის ფონზეც კი ნათელი წერტილია
16 დეკემბერი 2014

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაკრო მიმოხილვის პროგნოზის 2014 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ეკონომიკური მსჯელობა კახეთის მთებში
25 ნოემბერი 2014

გასულ შაბათ-კვირას, მიწვეული ვიყავი საერთაშორისო განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვორქშოპზე, რომელიც ჩატარდა სასტუმრო ედემში, ყვერელში. ვორქშოპის თემა იყო „საქართველოს ეკონომიკური მომავალი“.

კახა ბენდუქიძე. ეპოქის დასასრული?
17 ნოემბერი 2014

გასულ კვირას, პოსტ-კომუნისტურმა სამყარომ დაკარგა თავისუფლებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი უდიდესი შვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საბჭოთა აზროვნების და ბიუროკრატიის ბორკილებისგან გათვისუფლებას დაუთმო. ჩე გევარას მსგავსად, დიდი კახას მემკვიდრეობა ეროვნულ საზღვრებს სცილდება. 2004 წელს, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლამ ის რუსეთიდან საქართველოში, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წელს – საქართველოდან უკრაინაში ჩაიყვანა. მას სურდა დახმარებოდა რევოლუციონერებს და რეფორმატორებს მთელს მსოფლიოში და ის არ ზოგავდა დროს, ფულს და ენერგიას ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად.

ბაზრის დაისი
21 ოქტომბერი 2014

წინა კვირაში, განვიხილეთ ფრანსის ფუკუიამას ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ქვეყნები უნდა მიისწრაფოდნენ დემოკრატიისა და კაპიტალიზმისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ აჩვენებს დემოკრატიისაკენ სვლის მსგავს ტენდენციას ბოლო 25 წლის მანძილზე, ფუკუიამა შესაძლოა მართალი ყოფილიყო მოსაზრების მეორე ნაწილში, რომელიც საბაზრო ეკონომიკის მომავალზე საუბრობს.

მრავალთაობიანი ქვეყანა
11 ივლისი 2014

რა არის ოჯახი? ამ კითხვაზე, მაგალითად, შვედი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებთ „დედიკო, მამიკო და ბავშვები“. საინტერესოა, რას გიპასუხებდნენ საქართველოში? ქართველი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებდათ „ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ბავშვები“. მრავალთაობიანი ოჯახი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურად უფრო განვითარებული ნაწილი დღეს თითქმის აღარ იცნობს, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

შეავსე ფორმა