ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.
კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაცია ნელი, არათანაბარი ტემპით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ეკონომიკის აღდგენით და ინფლაციის შესამცირებლად გაღებული ძალისხმევით გამოიხატა, სიხარული ჯერ მაინც ნაადრევია – ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, განსხვავება რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის კი იზრდება.
2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი მნიშვნელოვნად, 7.3%-ით არის შემცირებული.
22 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა საერთაშორისო პანელური დისკუსიის ფორმატში.
რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. რეფორმა მოიცავს რეფორმის პროგრესის შეფასება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას.