ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში არის შეამციროს სიღარიბე სოფლად. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს.
სოფელი ჩხაკაურა ბახმაროს ცნობილი კურორტისკენ მიმავალ გზაზე, გურიის მთებში მდებარეობს. ეს დასახლება არამხოლოდ ულამაზესი ბუნებით იწონებს თავს, არამედ მშრომელი მოსახლეობითაც, რომელთაგან რამდენიმე უკვე გაგაცანით ჩვენს ბლოგში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „სამეგობრო 2014-ის“ წარმატებულ ისტორიაზე მოგითხრობთ. მეთევზეებმა ეს კოოპერატივი ოფიციალურად 2014 წელს დაარეგისტრირეს და მას შემდეგ ის სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება და ამგვარად ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. მას შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სოკოებივით მომრავლდა; უკვე 13000 ფერმერია დარეგისტრირებული 1500 კოოპერატივში. კოოპერატივების გასაძლიერებლად, დონორები, ევროკავშირის მეთაურობით, კოოპერატივებსა და მათ წევრებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ასევე, უტარებენ ტრენინგებს და უწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.
2016 წლის 29 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენპარდის (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა უწყებათაშორისი ფორუმი – კოოპერატივების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. ფორუმი მიზნად ისახავდა კოოპერატივებისათვის ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას.