სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ISET-ის დირექტორი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ვორკშოპზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიას დაეთმო

2 თებერვალს ISET-ის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია წარადგინა ვორკშოპზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ.