სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკის სპეციფიკა – საქართველოს მაგალითი
30
მაისი
2017
კიელის უნივერსიტეტის აგრარული ეკონომიკის პროფესორი და IAMO-ის მოწვეული მკვლევარი, ულრიხ კოსტერი 30 მაისს ISET-ს ეწვია. ISET-ში გამართულ პრეზენტაციაზე პროფ. კოსტერმა მიმოიხილა სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციფიკა და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაზე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ევროპის საგაზეთო კონგრესს დაესწრო
24
მაისი
2017
21-23 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარმა, დავით კეშელავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ყოველწლიურ საგაზეთო კონგრესში, რომელიც ვენაში გაიმართა. კონგრესის თემა იყო „ოპტიმისტური ჟურნალისტიკა და ფეისბუქის კრიტიკა“. კონგრესის მთავარი აქცენტი იყო ის უმთავრესი შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელთა წინაშეცაა ყოველდღიური საგაზეთო მედია. თუმცა კონგრესის თემები სცდებოდა ზემოთ ხსენებულ დასახელებას.