1991 წელს დავესწარი კონფერენციას „აქვს თუ არა სოციალიზმს მომავალი?“, რომელსაც ჩემმა ალმა მატერმა, იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სესიაში, რომელიც ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა, უნგრელი დისიდენტი პოეტი მონაწილეობდა, რომელიც არაეფექტურ კომუნისტურ პროპაგანდას დასცინოდა. „კომუნისტები, – უყვებოდა პოეტი დადებითად განწყობილ აუდიტორიას, – ცდილობდნენ, დავეჯერებინეთ, რომ ჯინსები ახალგაზრდა მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს, კოკა-კოლა კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა“.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა კვლევა საქართველოში მიწის რეგისტრაციის პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, გააანალიზა მიწის მიმდინარე რეფორმა და გამოკვეთა ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარების გამოწვევები.
კვლევის მიზანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეაფასოს ინტეგრირებული ბიომრავალფეროვნების მართვის სამხრეთ კავკასიის პროგრამის მიერ ახმეტაში/თუშეთის რეგიონში განხორციელებული საპილოტე პროგრამები.
ნინო კვირკველია და მისი მეუღლე, ირაკლი თოდუა ტიპიური წვრილი მესაკუთრეები არ გეგონოთ. ორივე განათლებულია (აქვთ ხარისხი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით). მათი საკუთრება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონტექსტში კიდევ უფრო შთამბეჭდავია: წყვილი ფლობს 28(!) ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას მებაღეობის სამოთხეში, თხილით განთქმულ სამეგრელოში. ეს შესანიშნავი მოცულობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ზომა 1 ჰექტარს ოდნავ თუ აჭარბებს.
1977 წელს ჩემმა ოჯახმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საცხოვრებლად ისრაელში გადავედით. „ალია“ (ებრაელთა გადასახლება ისრაელის მიწაზე) კარგად გადმოსცემს ებრაული დიასპორის „რეპატრიაციას“ (ჩემ შემთხვევაში, სანქტ-პეტერბურგიდან) წმინდა მიწაზე. ეტიმოლოგიურად, „ალია“ მოდის ძველი ებრაული ტრადიციიდან, რომლის თანახმადაც ებრაელები ყოველ წელს მიდიოდნენ მოსალოცად იერუსალიმში (რომელიც ზღვის დონიდან 1 კმ-ზე მდებარეობს).