მწეველები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: ნაკლებად ინფორმირებულები თუ უბრალოდ არარაციონალურები?
23
მარტი
2015
ყველამ კარგად ვიცით თამბაქოს უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში საშუალოდ 443,000 ადამიანი კვდება ნაადრევად სიგარეტის კვამლით. აშშ-ში 46 მილიონი მწეველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს „ნაადრევი სიკვდილის“ ალბათობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ეწევა, თითქმის 1%-ია (თუ დავუშვებთ, რომ ეს რიცხვები გრძელვადიან პერსპექტივაში უცვლელია).