10
ნოემბერი
2021
10 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმეტრი – ქართული რეფორმების შეფასების სისტემა წარადგინა, რომელიც რეფორმის ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას უახლესი ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე.
01
ივლისი
2021
პროექტის მიზანია, ქართული მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, შექმნან ეკონომიკური რეფორმების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმა და წაახალისოს მედიის როლისა და ჩართულობის ზრდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.
23
დეკემბერი
2017
2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება.
01
დეკემბერი
2017
ამ ინიციატივის მიზანი რეფორმეტრის მისიის შესრულების მხარდაჭერაა, რისთვისაც პროექტის გუნდი პოლიტიკის დოკუმენტებით, ინოვაციური ინდიკატორებითა და ანალიტიკური პროდუქტებით სიღრმისეულად შეაფასებს მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებს.
19
დეკემბერი
2016
ჩილეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ფოქსლიმ 1991 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: „შეიძლება, არ მოგვწონდეს ჩვენი წინამორბედი მთავრობა, მაგრამ მათ ბევრი რამ გააკეთეს სწორად. ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკა, რომელიც აქტივია“.