2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.
ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც 8.3 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა ეხმიანება ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა).
ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2017 წლის მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ შემცირდა და 27.0 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2 პუნქტით დაბალია. მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად მოლოდინების ინდექსების მნიშვნელოვანმა ვარდნამ განაპირობა, რაც წინა კვარტალის მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას კერძო სექტორის განწყობის რეალობასთან თანხვედრით და არა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით.
2015 წლის მეორე კვარტალში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა მესამე კვარტალში. არსებული მოლოდინების შესაბამისად, აპრილი, მაისი და ივნისი მართლაც არ აღმოჩნდა სახარბიელო პერიოდი ქართული ბიზნესისთვის.
BCI წინა კვარტალთან შედარებით 16 ერთეულით შემცირდა და [‐100; 100] ქულიან ინტერვალზე 24.9 შეადგენა, თუმცა ინდექსი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 25 პროცენტული პუნქტით მეტი ფირმაა დადებითად განწყობილი, ვიდრე უარყოფითად ან ნეიტრალურად.