17
მარტი
2014
კვლევამ გააანალიზა ცხვრისა და ცხვრის ნაწარმის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში, დაადგინა ძირითადი შეზღუდვები აღნიშნულ ჯაჭვებში და წარმოადგინა რეკომენდაციები მომავალი განვითარებისთვის. 2014 წლის მარტში, ჰაიფერ საქართველომ (Heifer Georgia) დაიწყო „ქართული ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვის ყოვლისმომცველი კვლევა“.
03
მარტი
2014
პროექტი წარმოადგენს 8 შემთხვევის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებსა და კვლევით რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქართულ სოფლის მეურნეობასა და სურსათის გადამუშავების, მათ შორის, ყურძნისა და ღვინის წარმოების, თხილის, ფრინველის, მარცვლეულისა და სამედიცინო ბალახების, დამწნილებული ხილისა და ბოსტნეულის, ვაშლის კონცენტრატის მრეწველობებში.
21
ოქტომბერი
2013
1991 წელს პიტერ ბაუერის მიერ დაწერილი „განვითარების ზღვარი“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოსა და 21 საუკუნის სხვა მეტწილად აგრარული ეკონომიკებისთვის. ეკონომიკური განვითარება, ბაუერის აზრით, „იწყება მაშინ, როდესაც საარსებო რესურსების მოსაპოვებელი საქმიანობის ჩანაცვლება ხდება გაყიდვაზე ორიენტირებული წარმოებით. მწარმოებლები დაიწყებენ არსებობისათვის საჭირო პროდუქტზე მეტის წარმოებას, თუ ისინი ამის უპირატესობას დაინახავენ და ამავე დროს, თუ ეს შესაძლებელი იქნება მათთვის.