შეავსე ფორმა
Logo
ელექტროენერგიის ბაზრის შეფასება „გავრილოვის ეფექტის“ ჭრილში
28 ივნისი 2019

გავრილოვის ბოლოდროინმდელმა სტუმრობამ საქართველოში, მის შედეგად გაუარესებულმა რუსულ-ქართულმა ურთიერთობებებმა და, აქედან გამომდინარე, უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეჩერების თაობაზე მოსახლეობაში შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტურიზმის სექტორზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

უცვლელი უარყოფითი სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის – თავსატეხი, რომელიც შესწავლას საჭიროებს
31 მაისი 2019

მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც?

მაისი 2019 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
31 მაისი 2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?
03 მაისი 2019

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია – 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო.

აპრილი 2019 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
29 აპრილი 2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა