შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ქართული ჩაისა და კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევები წარადგინა
19 მაისი 2017

19 მაისს აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა (APRC) სასტუმროში რადისონ ბლუ ივერია წარადგინა ორი კვლევა: „ქართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა“ და „ქართული კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა“.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის მოლოდინები უსწრებს რეალობას
16 მაისი 2017

ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2017 წლის მეორე კვარტალში და 29.0 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 11.5 პუნქტით მაღალია. ინდექსის ზრდა ძირითადად მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდნების ინდექსების მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ განაპირობა.

საუკეთესო პედაგოგიკა საქართველოსთვის!
15 მაისი 2017

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცუდად მუშაობს საქართველოს განათლების სექტორი, შთამბეჭდავია, რომ ამდენი ქართველი გამოირჩევა ინტელექტუალურად. მაგალითად, ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე, რაც იმის დასტურია, რომ ბევრი ქართველი არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მაინც ახერხებს ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას.

შიმშილის თამაშები: სპეკულაციები სურსათის ბაზრებზე
13 მაისი 2017

ძველ საბჭოთა ფილმში „ერთხელ 20 წლის შემდეგ“ 10 შვილის დედა, რომელმაც ადგილობრივ მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი და სურსათი შეიძინა, მაღაზიის ადმინისტრატორს ის სპეკულატორი ეგონა და როგორც კი ქალმა მაღაზია დატოვა, პოლიციაში დარეკა. ქალი დაჭერას გადაურჩა, როდესაც გაირკვა, რომ ამდენი საქონელი მხოლოდ თავისი დიდი ოჯახისთვის და არა გადასაყიდად შეეძინა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, UNICEF-მა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემაში შემდგომი რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრეს
10 მაისი 2017

ნობელიანტი ეკონომისტი, ჯეიმს ჰეკმანი ამტკიცებდა, რომ „მონაცემები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე“, მას შემდეგ, რაც ჩაატარა „პერის სკოლამდელი პროექტის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ მაღალი ხარისხის სკოლამდელ განათლებაში ინვესტირების უკუგება დაახლოებით 14%-ია – უკუგების დონე, რომელიც საბირჟო ფონდის სტანდარტული ბრუნვის უკუგებაზე (7.2%) გაცილებით მაღალია.

შეავსე ფორმა