06
სექტემბერი
2016
ბოლო 20 წელია ეკონომისტები აქტიურად იკვლევენ ბედნიერებას, როგორც ადამიანთა კეთილდღეობის საზომს. ფრაი და სტაცერი („რა შეიძლება ისწავლონ ეკონომისტებმა ბედნიერების შესახებ კვლევებიდან“, ეკონომიკური ლიტერატურის ჟურნალი 20, 2002 წ. 402-435 გვ.) დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), უმუშევრობა, ინფლაცია და ბევრი სხვა ეკონომკური ინდიკატორი ძირითადად იმიტომაა საინტერესო, რომ ადამიანების კეთილდღეობასთანაა კორელაციაში.
18
სექტემბერი
2015
2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.
18
აპრილი
2014
ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად.
05
სექტემბერი
2012
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.