08
ივნისი
2020
ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (Information and Communication Technologies – ICT) მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეკონომიკურ ზრდაში ICT-ის სექტორის წილი დიდია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელშიც.
25
მაისი
2020
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-16 ანგარიში, რომელიც 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
21
აპრილი
2020
2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.
27
მარტი
2020
გლობალურ ეკონომიკაზე ვირუსისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების მძლავრი ზემოქმედება უკვე სახეზეა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2 მარტს გამოქვეყნებულ 2020 წლის ეკონომიკური პერსპექტივების შუალედურ ანგარიშში მიმდინარე წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისთვის შეამცირა. ყველაზე მნიშნველოვანი შემცირება ჩინეთს (-0,8 %) შეეხო, მსოფლიო მასშტაბით კი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 2.9%-ის ნაცვლად (2019 წლის ნოემბრის პროგნოზი) 2.4% იქნება.
25
მარტი
2020
პროექტის მიზანია წყლის ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოს წყლის პოლიტიკის ჩარჩოს გრძელვადიანი ხედვის განმტკიცებასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და გამოწვევების შეფასება.