27
მარტი
2018
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2018 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
12
მარტი
2018
2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევა, რომელშიც მოცემულია 158 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის შესწავლის ახალი შედეგები 1991-2015 წლებისთვის. ნაშრომის ავტორების, მედინასა და შნაიდერის (2018 წ.) აზრით, აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, საშუალოდ, მშპ-ის 64.9%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში! 2015 წელს (ბოლო წელი რომელსაც მოიცავს კვლევა), საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-მდე დავიდა.
28
თებერვალი
2018
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2017 წლის წლიური ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
01
იანვარი
2018
ეს კვლევა მიზნად ისახავს ახსნას, თუ როგორ მოხდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება ბოლო 12-15 წლის განმავლობაში, მიუხედავად სოფლიდან ქალაქში მიგრაციის არარსებობისა, რაც ეწინააღმდეგება განვითარების ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორიის – ლუისის მოდელის პროგნოზებს.
23
დეკემბერი
2017
2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება.