შეავსე ფორმა
Logo
ვაჭრობისა და მდგრადობის ზეგავლენის შეფასება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული DCFTA-ის მოლაპარაკებების მხარდასაჭერად
09 იანვარი 2012

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ითამაშა შედარებით მცირე როლი ამ პროექტში. ჩვენი გუნდი ეხმარებოდა ეკორისისა (ნიდერლანდების სამეფო) და CASE-ს (პოლონეთი) კონსორციუმებს. კვლევას აფინანსებდა ევროპის კომისია (DG Trade). კვლევის ქართული კომპონენტის მიზანი იყო, ევროკავშირის ფიტო და ვეტერინარულ კონტროლთან შესაბამისობაში მოყვანის ხარჯების დადგენა, რაც განაპირობებს ხორცისა და ხორც-პროდუქტების ფასებისა და ევროკავშირში ქართული ხორცის ექსპორტის ზრდას.

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შრომითი მობილობის ხარჯები და სარგებელი
07 ნოემბერი 2011

აღნიშნულმა ქვეყნის დონეზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც უფრო დიდი საერთაშორისო კვლევის ნაწილია, შეაფასა, რა გავლენა ექნება გაზრდილ მიგრაციას, რადგან ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში შეიძლება ცვლილებები შეიტანოს მიგრაიის პოლიტიკაში.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის კვლევებისა და ტრენინგის საჭიროებების შეფასება
30 სექტემბერი 2011

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

არაფორმალური დასაქმება საქართველოს შრომის ბაზარზე
04 ივლისი 2011

კვლევის მიზანი საქართველოში არაფორმალური დასაქმების პარადოქსის ახსნაა. პროექტი შრომის ბაზრის კვლევით ინსტიტუტთან (IZA) პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ფორმალურ და არაფორმალურ შრომის ბაზრებს შორის კავშირების კვლევას ისახავს მიზნად.

შეავსე ფორმა