და, აი, ისევ დადგა წლის ის დრო, როდესაც ჩვენი სამყარო „მსოფლიო ბანკის“ Doing Business-ის გამოცემის გარშემო ტრიალს იწყებს. კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, ვიტრაბახოთ, რა ადვილია საქართველოში ბიზნესის წამოწყება, რა დაბალია ბიზნესის გადასახადები და რამხელა წარმატებებს მივაღწიეთ კონტრაქტების აღსრულების მიმართულებით. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ყურადღება გადახდისუუნარობის ინდექსსაც დავუთმოთ. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, რომლებიც ბიზნესის ხელშემწყობი სახარბიელო გარემოთი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან.
2018 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 29.9 პუნქტამდე შემცირდა, რაც 5.5 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირდება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში.
„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ (4IR –the Fourth Industrial Revolution), კაცობრიობამ ახალ ფაზაში შეაბიჯა. მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანისათვის 4IR ყოველდღიურ რეალობად იქცა, რომლის მეშვეობითაც იქმნება ბიზნეს შესაძლებლობები, ყალიბდება მთავრობები და ინდივიდები“, – კლაუს შვაბი, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე.
ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, 2018 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 35.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირდება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში.
ამ წიგნში თავს იყრის რვა ბიზნეს-ქეისი, რომლებიც დაფუძნებულია ქართველი მეწარმეების ისტორიებზე. ამ მეწარმეებმა გამოიჩინეს გამბედაობა, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი. დიახ, გამბედაობა, რადგან მათ გამოიარეს სირთულეებით სავსე გზა ბიზნეს-გარემოში, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია ახალდამწყებებისადმი.