
ფუტკრის ეკონომიკური მნიშვნელობა ბევრად სცდება თაფლის წარმოებას. როგორც ეროვნული რესურსების დაცვის საბჭო წერდა 2011 წელს („რაში გვჭირდება ფუტკარი: ბუნების პატარა მუშაკები საკვებით გვამარაგებენ“), აშშ-ში ფუტკრების მიერ წარმოებული თაფლის ღირებულებამ 2011 წელს 150 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც ფუტკრების მიერ დამტვერილი ტერიტორიიდან მოწეული მოსავლის ღირებულება 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (100-ჯერ მეტი!).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც მას კარგ პოზიციაში აყენებს მთიან რეგიონში მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად. თუმცა ქართული კალმახის სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვებისა, რაც აფერხებს მის შემდგომ განვითარებას.

ამ დიალოგთა სერიის მიზანი - ნათლად დაანახოს დაბრკოლებები, რომლის წინაშეც წარმოების საშუალებების მომწოდებლები, ფერმერები, კოოპერატივები, გადამამუშავებლები, ბაზრის შუამავლები, მომხმარებლები და ექსპორტიორები დგანან სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში

აბრეშუმის წარმოებას, იგივე მეაბრეშუმეობას, ღრმა ფესვები აქვს საქართველოში, იგი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს იწყება, რომელმაც არა მხოლოდ დააარსა თბილისი V საუკუნეში, არამედ ინდოეთიდან შემოიტანა აბრეშუმი (და აბრეშუმის ჭია).