მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირებამ ბიზნესის განწყობის ინდექსზეც იმოქმედა - Q1 2015

ბიზნესის ნდობის ინდექსი ოდნავ შემცირდა და 2015 წლის პირველ კვარტალში 24,5 შეადგინა [-100; 100] ინტერვალზე. წინა კვარტლის შესაბამისი მაჩვენებელი 24,9 იყო. დადებითი ინდექსი აღნიშნავს, რომ გამოკითხულ კომპანიებს შორის დადებითი ბიზნეს განწყობა 24,5 პროცენტით მეტს აქვს, ვიდრე ნეიტრალური ან უარყოფითი.
მომხმარებელთა განწყობის ინდექსი და მისი გამოყენებანი

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ცდილობს, ასახოს ის მოლოდინები, რომლებიც მომხმარებლებს გააჩნიათ ეკონომიკის შესახებ. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ოპტიმისტურად განწყობილნი მზად არიან, დახარჯონ მეტი და დაზოგონ ნაკლები, პესიმისტები კი - პირიქით.