არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველოში პოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, რასაც ადასტურებს, ერთი მხრივ, საზოგადოების რეაქცია გაზრდილ პოლარიზაციაზე და, მეორე მხრივ, განვითარების მიმართულებით საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების დეპოლარიზაციის მოწოდებები.
წინამდებარე სახელმძღვანელო გახლავთ გზამკვლევი ბიზნეს-ასოციაციებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების განხორციელება სურთ. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადვოკატირების კამპანიის წარმართვის ეტაპები და მათი თანმიმდევრობა.
კვლევა არის ცოდნისა და შეხედულებების თავმოყრის საშუალება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი წარმოდგენა სხვადასხვა მოვლენის შესახებ და ხელი შეუწყოს ახალი თეორიების განვითარებას. კვლევების საშუალებით მკვლევრებს შეუძლიათ ახალი ფაქტების აღმოჩენა, გარკვეული ჰიპოთეზების ტესტირება, არსებული თეორიების დახვეწა და საკითხის მომავალი განვითარებისთვის გზის მიცემა.
2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც 3.3%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი 1.5%-ით შემცირდა.
1 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლეს თემაზე „შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ბათუმში ჩატარდა.