24
მაისი
2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მარტის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8.2%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 7.8%-ს მიაღწია.
01
მაისი
2024
მომხმარებელთა განწყობა შემცირდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2024 წლის მარტში გაიზარდა, აპრილში ზრდის ტენდენცია შეიცვალა და ინდექსი 4 პუნქტით, -13.8-დან (მარტი) -17.8 პუნქტამდე (აპრილი) დაეცა. შემცირდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ქვე-ინდექსი.
30
აპრილი
2024
ინდექსი აჩვენებს, რომ 2024 წლის აპრილში მედიის პოლარიზაცია გაიზარდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალი შემოღებით.
30
აპრილი
2024
2024 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.3 პუნქტით შემცირდა და 16.4-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-7.4) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
30
აპრილი
2024
2024 აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.24 ლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით აღემატებოდა 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში (2024 წლის მარტთან შედარებით) ხაჭაპურის ღირებულება 2.4%-ით შემცირდა.