05
თებერვალი
2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
02
თებერვალი
2021
2021 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCIის დადებითი ცვლილება 2021 წლის I კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
01
თებერვალი
2021
წინამდებარე ანგარიში მოიცავს ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში) ექვსი სექტორის წინასწარ შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში. ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მართვა და გადამუშავება და გამჭოლი (cross-cutting) სექტორები.
27
დეკემბერი
2020
COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
28
ოქტომბერი
2020
2020 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 18.7 პუნქტით შემცირდა და -28.6-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ვაჭრობისა და საფინანსო სექტორის გარდა. ყველაზე დიდი შემცირება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2020 წლის IV კვარტლისთვის მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.