გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 30 იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
როგორც არ უნდა ცდილობდეს კიმ იონგ-ანის პროპაგანდა, დიდებულად წარმოაჩინოს ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაში ემიგრაციისთვის თავს არავინ იწუხებს, იქიდან გამოღწევა კი თითქმის ყველას უნდა. მსგავსად, რასაც არ უნდა ამბობდნენ კონსერვატორი მუსლიმები გარყვნილ დასავლეთზე, ძალზე დიდია სუფთა მიგრაცია ისლამური ქვეყნებიდან ამ გახრწნილ და დეკადენტურ დასავლურ საზოგადოებებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 23 იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პროტექციონიზმსა და იმპორტის შეზღუდვას მხარდამჭერები ყველა ქვეყანაში ჰყავს. არც საქართველოა გამონაკლისი. ცოტა ხნის წინ დავესწარი შეხვედრას, სადაც ანტიდემპინგური კანონმდებლობის საჭიროება განიხილებოდა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის,“ „მმართველობა ზრდისთვის“ (G4G) და “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია“ (FreMa). სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთში გავცვალეთ საკუთარი მოსაზრებები ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
2005 წელს საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღო. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე თითოეული უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა, რა გამოცდები უნდა ჩაებარებინა აბიტურიენტს, გამომცდელებიც უნივერსიტეტიდან იყვნენ. ეს პრაქტიკა სისტემის ბოროტად გამოყენების და კორუფციის საშუალებას იძლეოდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვით საქართველოს მთავრობამ სისტემა უფრო სამართლიანი და მეტად გამჭვირვალე გახადა.