პროექტის პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის ეროვნულ ინსტიტუციებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემუშავებულ იქნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 183-ე (დედობის დაცვის შესახებ), 156-ე (საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ) და 189-ე (ოჯახში დასაქმებულების შესახებ) კონვენციების რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-14 ანგარიში, რომელიც 2019 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2019 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2019 წლის სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) გაუმჯობესება ბოლო 15 წლის განმავლობაში. იგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ ანალიზს. ფოკუს ჯგუფების, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ეკონომეტრიკული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორები, რომელთაც განაპირობეს დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობის გაუმჯობესება.