20
თებერვალი
2014
კონსულტაციის მიზანი იყო იმ ტრენინგ-პროგრამების დადგენა, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს, და ალგორითმის შედგენა, რომელიც უმუშევრებს, მათი უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ამ პროგრამებთან დააკავშირებს.
06
იანვარი
2014
პროექტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების (ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება.
02
სექტემბერი
2013
აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამების რეგულარული განხილვისთვის ბუნებრივი პლატფორმის შექმნა, რათა წავახალისოთ ინკლუზიური ზრდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევთიმა ინსტიტუტმა უკვე უმასპინძლა შვიდ დებატსა და სამი პროექტის პრეზენტაციას.
10
ივნისი
2013
აშკარაა, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური კომპრომისი, რომლის თანახმადაც საქართველოში გვაქვს, ერთი მხრივ, მცირე ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ახლოს არიან ამომრჩევლებსა და სერვისის მომხმარებლებთან, მეორე მხრივ, კი შედარებით მაღალი ხარჯები, რასაც დიდი რაოდენობით ადგილობრივი თვითმმართველობები იწვევს.
21
მარტი
2013
რეგიონებს შორის არაერთი სხვაობა არსებობს, თუმცა ყველაზე სისტემური რეგიონული უთანასწორობები შეიძლება რეგიონებს შორის ურბანიზაციის მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობებით აიხსნას. კერძოდ, შედარებით მეტად ურბანიზებულ რეგიონებს, როგორც წესი, ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი მთლიანი დამატებული ღირებულება, ბევრად მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სტრუქტურა და ბევრად განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვთ.