2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უქმნის. თუმცა ევროკავშირის ბაზარს სურსათის უვნებლობის მკაცრი მოთხოვნები აქვს, რაც ართულებს ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მკაცრად რეგულირდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-6 ანგარიში, რომელიც 2017 წლის აპრილ-ივნისისი მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 3 ივლისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 30 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.