შეავსე ფორმა
Logo
ოქტომბერი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
31 ოქტომბერი 2024

ისტორიულად, წინასაარჩევნო პერიოდები მაღალი პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ინდექსი ხშირად პიკს აღწევდა არჩევნების დღეს დაძაბულობის ზრდისა და საჯარო დისკურსის გამწვავების ფონზე. თუმცა, ამ საარჩევნო ციკლმა მოლოდინები არ გაამართლა, რადგან როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე შესამჩნევად მშვიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზაციის ინდექსი მთლიანობაში სტაბილური რჩებოდა, ის კვლავ რეაგირებს კონკრეტულ მოვლენებზე და თვის განმავლობაში მერყეობას განიცდის.

ოქტომბერი 2024 | ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გრძელდება
30 ოქტომბერი 2024

2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: პესიმისტურად განწყობილი კერძო სექტორი
25 ოქტომბერი 2024

2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

ოქტომბერი 2024 | საქართველოს ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები: 2024 წლის აგვისტოს მშპ-ის ზრდა განპირობებულია საკრედიტო ექსპანსიითა და სავაჭრო მოგებით
25 ოქტომბერი 2024

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)2024 წლის აგვისტოს რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 12%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებულმა ზრდამ 8.4% შეადგინა, მეორე კვარტლის ზრდამ – 9.6%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 10% შეადგინა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და IAMO სამხრეთ კავკასიაში აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობენ
07 ოქტომბერი 2024

3-5 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო განვითარების ლაიბნიცის ინსტიტუტმა (IAMO) სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეს. კონფერენცია ISET-ისა და IAMO-ს მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის რეგიონში აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების ფუნქციონირების გაუმჯობესება".

შეავსე ფორმა