31
მაისი
2021
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (189) მიზნად ისახავს, ყველასათვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ოჯახში დასაქმებულთა წვლილი მნიშვნელოვანია ეკონომიკაში, რადგან ისინი კრიტიკული მნიშვნელობის სერვისებს სთავაზობენ შინამეურნეობებს, საშუალებას აძლევენ მათ წევრებს, სახლის გარეთ იმუშაონ, ჩაერთონ როგორც შრომის ბაზარზე, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში.
12
აპრილი
2021
პანდემიის გამო შეზღუდული და კრიზისის პირას მისული ეკონომიკა; COVID-19-ის გამო მილიონობით გარდაცვლილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი; ათასობით ქალაქში გამოცხადებული ლოქდაუნები, სოციალური დისტანცია და სახეცვლილი სოციალური პროცესები; ინსტიტუციების ფუნქციონირება ონლაინ; კომპიუტერის ეკრანებთან მიჯჭვული ახალგაზრდები და თითქმის ერთი წლის მანძილზე ონლაინ მიღებული ზოგადი და უმაღლესი განათლება. ეს არის ის რეალობა, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველო შეხვდა 2021 წლის გაზაფხულს.
31
მარტი
2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2020 წლის წლიური ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
27
დეკემბერი
2020
COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
24
სექტემბერი
2020
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2020 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.