
ჩინეთი ამჟამად ყველაზე დიდი ორმხრივი ინვესტორია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. როგორც წესი, ჩინეთი ინვესტიციებს განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სამთომოპოვებით სექტორებში დებს, რაც მეტწილად იმ გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელებითაა განპირობებული, რომელიც 2013 წელს მიიღო და „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ სახელით არის ცნობილი.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ეძებს ახალ წევს კვლევითი გუნდისთვის.

25 ივლისს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 105 წლისა და გენდერული სტატისტიკის შეგროვების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მაისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 9.2%-ით გაიზარდა. მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 8.4%-ს მიაღწია, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება მანამდე არსებულ მაჩვენებელს. მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში კი 9.3%-ს მიაღწია.

2024 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.