2015 წლის 1 ივლისს, ქალაქ ქუთაისში (სასტუმრო „ბაგრატში“) გაიმართა ჩაის სექტორში ჩართულ პირთა რეგიონული ფორუმი. ეს ფორუმი იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებული პირველი ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტ - „თანამშრომლობა სოფლის კეთილდღეობისათვის საქართველოში“ ფარგლებში.
ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ ნომინირებული იყო ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე, როგორც 2014 წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გადაღებულია გურიაში, მოქმედება ვითარდება 1990-იანი წლების ომის პერიოდის აფხაზეთში, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობის კონტროლ ქვეშ არ იმყოფება.
„დაარტყი და შეაშინე“ არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტერმინი, რომელიც აღწერს სიტუაციას, როდესაც მტრის დემორალიზების მიზნით, მხარე იყენებს გადამეტებულ ძალაუფლებას, როგორც, მაგალითად, მოიქცა ამერიკული არმია ერაყში. ეს ფრაზა კარგად აღწერს ჩემს ემოციურ მდგომარეობას, როდესაც 23 წლის ასაკში პირველად შევედი ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.
ბევრი ქართველი ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზრებს, ე.წ. ბაზრობებს, წარსულის გადმონაშთად მიიჩნევს. შეძლებული ადამიანები, როგორც წესი, საყიდლებისათვის სუპერმარკეტში სიარულს ამჯობინებენ, სადაც კომფორტისათვის ყველა პირობაა შექმნილი: სუფთა გარემო, პრიალა იატაკი, სასიამოვნო ტემპერატურა, სახელდახელოდ და გემოვნებით დახარისხებული პროდუქტები. როცა სუპერმარკეტი არსებობს, ბაზრობებზე მხოლოდ გაჭირვებული ადამიანები დადიან.
ნაბეღლავსა და ბახმაროს შორის, ულამაზეს ხეობაში მდებარე სოფელი ჩხაკაურა, ძლიერი გურული მეთევზეების ადგილსამყოფელია. სოფელში მისვლა საკმაოდ რთულია მძლავრი 4x4 ავტომობილისთვისაც, მაგრამ ეს ადგილობრივებს ხელს ვერ უშლის, კალმახის მოსაშენებლად გამოიყენონ დანგრევის პირას მისული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და უნიკალური ბუნებრივი პირობები.