საკვები პროდუქტების ფასები კვლავ აგრძელებს ბოლოდროინდელ დინამიკას. საკვები პროდუქტების საცალო ფასების ინდექსი წინა თვესთან (2017 წლის იანვართან) შედარებით 2.6%-ით შემცირდა, წინა წელთან (2016 წლის თებერვალთან) შედარებით კი 4.9%-ით გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაწვნის (-10.4%), ჩაისა (-6.2%) და სტაფილოს (-6.2%) ფასი დაეცა, თუმცა, სანაცვლოდ, კომბოსტოს (+25.0%), მწვანილისა (+16.1%) და ბადრიჯნის (+14.9%) ფასები გაიზარდა.
„არაბული გაზაფხული მშიერთა რევოლუცია იყო,“ – ასე განაცხადა „ბოსტონ გლოუბის“ ჟურნალისტმა თენესის კამბანისმა 2011 წლის სტატიაში, სადაც ამტკიცებდა, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა შეზღუდულია, „სასადილო მაგიდაზე შეტევა“ კარგი იდეა არ არის. იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია საკვებზე ფასები, ის კიდევ უფრო შორს წავიდა – მკითხველებს შეახსენა, რომ ეგვიპტეში ფასების თითქმის 19%-იან ინფლაციას ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.
2016 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვრის ბოლოსთვის, საკვები პროდუქტების ფასები თბილისის მთავარ სუპერმარკეტებში 7.2%-ით გაიზარდა. მართალია, წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა, მაგრამ წინა წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით, ფასები უმნიშვნელოდ, 5.5%-ით დაეცა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 15 იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 15 დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.