2023 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,396 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წელს სრული წარმოება 14,247 მლნ. კილოვატსაათი იყო).
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ოქტომბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 6.2%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი 6.9 %-ს მიაღწია.
ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.
2023 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,003 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,131 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება თბოელექტროსადგურების (-27%) და ქარის (-13) სადგურების გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (+1%) გამომუშავება გაიზარდა.
22 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა საერთაშორისო პანელური დისკუსიის ფორმატში.