ISET Economist-ის სპეციალური კორესპოდენტი ჟენევიდან. ISET Economist მიიწვიეს ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელმაც დააგვირგვინა ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის, აშშ-ის, რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი დაფინანსებით. სამი ქვეყანა, რომელთაც სახელმწიფოს მეთაურები წარმოადგენდნენ, შეთანხმდა, გაერთიანდნენ ტრანსკავკასიურ კონფედერაციაში და ამგვარად მოუტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა უაღრესად დანაწევრებულ რეგიონს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე რუსეთისგან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. უკრაინელების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო წმინდა ეკონომიკური ნაბიჯი. მათ გაუჩნდათ შიში, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ ღირებულებებზე უარის თქმა და შესაბამისად, მოვლენების ასეთი განვითარებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი დარჩნენ.