შეავსე ფორმა
Logo
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი – ქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება
09 ნოემბერი 2020

როგორც ვხედავთ, ქალაქის ეკოლოგიაზე ზეწოლა იზრდება, ამიტომ აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს. ითვლება, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური გზა ურბანული პარკების განვითარებაა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის ტენდენცია საპირისპიროზე მეტყველებს: ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი თბილისში მკვეთრად შემცირდა; თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასება აჩვენებს, რომ 2010-2018 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი 5.6-დან 1.3 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც საშუალო ევროპულ სტანდარტზე – 10-15 კვ.მ. ერთ სულ მოსახლეზე – მკვეთრად დაბალია.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი: სწორი არჩევანი?
02 ნოემბერი 2020

2020 წლის სექტემბერში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 120 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, მან მაინც ვერ შეძლო გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია.

ოქტომბერი 2020 | რატომ იზრდება ხაჭაპურის ინდექსი?
30 ოქტომბერი 2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2020 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: მეორე ტალღა
28 ოქტომბერი 2020

2020 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 18.7 პუნქტით შემცირდა და -28.6-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ვაჭრობისა და საფინანსო სექტორის გარდა. ყველაზე დიდი შემცირება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2020 წლის IV კვარტლისთვის მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.

სექტემბერი 2020 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
27 ოქტომბერი 2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2020 წლის სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა