21
აპრილი
2020
2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.
16
აპრილი
2020
COVID-19-ის პანდემიამ, ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედების გარდა, ეკონომიკური შოკების მეშვეობით, უკვე მთელ მსოფლიოში მიაღწია შრომის ბაზრებამდე. 2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემები გლობალური უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს, რაც 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7%-ით შემცირებას გამოიწვევს, ეს კი 195 მილიონი სრული განაკვეთის სამუშაო ადგილის ტოლფასია.
15
აპრილი
2020
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2020 წლის 1-ლი კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
13
აპრილი
2020
პოლიპროპილენი თერმოპლასტიკური „დამატებითი პოლიმერია“, რომელიც არაერთი პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება. ესენია: სამომხმარებლო პროდუქციის, სხვადასხვა ინდუსტრიის, მათ შორის ავტომობილების ინდუსტრიის, საყოფაცხოვრებო ანჯამებისა და ტექსტილის მსგავსი სპეციალური მოწყობილობების პლასტმასის ნაწილების წარმოებაში.
07
აპრილი
2020
COVID-19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასურსათო მაღაზიების ცარიელი თაროების სურათები გამოჩნდა. ჯერჯერობით, აღნიშნული ფაქტები საკვები პროდუქტების რეალური დეფიციტით არ არის განპირობებული და ისინი პანიკაში ჩავარდნილი მომხმარებლების ქცევას ასახავს, რომლებმაც სურსათის დიდი რაოდენობით მომარაგება დაიწყეს.