24
იანვარი
2025
2025 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
22
იანვარი
2025
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ნოემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.5%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7% შეადგენს, მეორე კვარტლის – 9.7%, მესამე კვარტლის – 11%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენს.
10
იანვარი
2025
ვაშლის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შიდა ქართლის რეგიონში, რომელზეც 2023 წელს მთლიანი წარმოების 71% მოდიოდა; მცხეთა-მთიანეთის წილი 8.5%-ს შეადგენდა, ხოლო ქვემო ქართლის – 7.3%-ს.
08
იანვარი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 24,855.7 მილიონი ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 11.0% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 4.3%.
01
იანვარი
2025
პროექტი „ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება", რომელსაც UNICEF აფინანსებს, მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო ბიუჯეტების ანალიზის სისტემური მიდგომის შექმნას ბავშვთა უფლებების პრიზმაში. მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ საჯარო ფინანსური გადაწყვეტილებები პრიორიტეტად მიიჩნევდეს ბავშვთა საჭიროებებს, ხელს უწყობდეს თანასწორობას და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია.