30
სექტემბერი
2014
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
30
ივნისი
2014
საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატარებლებზე.
13
ივნისი
2014
„ბაზრის დამახინჯებაზე“ ფიქრისას ჩვენ წარმოვიდგენთ მთავრობის რეგულაციებს, გადასახადებს, სუბსიდიებს, რომლებიც ხელს უშლის ბაზრის მექანიზმებს ოპტიმალური სარგებლის მიღწევაში. მაგალითად, თუკი თქვენ იხდით 100 ევროს ტაქსის 30-წუთიანი მომსახურებისთვის (როგორც ეს ბევრ ევროპულ დედაქალაქშია), შეგიძლიათ, ეს ადვილად დაუქვემდებაროთ მთავრობის რეგულაციებს, რომლებიც ტაქსის მძღოლებს სპეციალურ მოწმობას სთხოვს (რაზეც მაღალ ფასს აწესებს), ხოლო თუ კი უგულებელვყოფთ ამგვარ მოთხოვნას (მოწმობას), უფრო მეტ მძღოლებს გაუჩნდებათ სურვილი მართონ ტაქსი, რაც გაზრდის მიწოდებას და შეამცირებს ფასებს.
30
მაისი
2014
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
07
აპრილი
2014
ეკონომისტებს შორის გავრცელდა ხმა, თითქოს არსებობს ეკონომეტრიკული კვლევა, რომლის თანახმად ძლიერი ეკონომისტებით მდიდარი ქვეყნის ეკონომიკა უარესად ფუნქციონირებს. შეიძლება ეს კვლევა რეალურად არც კი არსებობს, მაგრამ, ერთი შეხედვითაც, კორელაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი ეკონომისტების ხარისხს შორის ცალსახად დადებითი ნამდვილად არ არის.