შეავსე ფორმა
Logo
ივნისი 2024 | აგრო მიმოხილვა
28 ივნისი 2024

2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ხორბლის პოლიტიკაზე დისკუსიას უმასპინძლა
23 აპრილი 2024

23 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა თემაზე "ხორბლის რუსული პოლიტიკა და საქართველოს საპასუხო ნაბიჯები". შეხვედრაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა ახალი პოლიტიკის დოკუმენტს ხორბლის სექტორის პოლიტიკაზე, რის შემდეგაც ღონისძიების მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. ღონისძიება შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა.

რუსეთის ხორბლის პოლიტიკა და საქართველოს საპასუხო ნაბიჯები
23 აპრილი 2024

ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის საერთაშორისო ფასები სერიოზული პოლიტიკური მღელვარების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის ომის დროს, როდესაც რუსეთი პერიოდულად წყვეტდა მარცვლეულის ექსპორტს, რათა გავლენა მოეხდინა მსოფლიო ფასებზე.

მარტი 2024 | აგრო მიმოხილვა
01 აპრილი 2024

2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.

ივნისი 2021 | ხაჭაპურის ინდექსი 8.8%-ით გაიზარდა
30 ივნისი 2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2021 წლის ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა