შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა პანელურ დისკუსიას საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე
02 ივლისი 2024

2024 წლის 2 ივლისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციამ ერთობლივად უმასპინძლეს პოლიტიკის პანელურ დისკუსიას „მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევები საქართველოში“, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

ივნისი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
01 ივლისი 2024

მაისში პოლარიზაციამ პიკს მიაღწია, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ივნისში პოლარიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რამაც საზოგადოებაში ეროვნული ერთობისა და სიამაყის გრძნობა გააძლიერა.

ივნისი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა
28 ივნისი 2024

2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო. სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, კი ინდექსის ზრდამ 6.8% შეადგინა.

I კვარტალი, 2024 | მაკრო მიმოხილვა: საქართველოს სტაბილური ზრდა გლობალური ეკონომიკის აღდგენის გამოწვევების ფონზე
28 ივნისი 2024

საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 18,913.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რეალური მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 8.4%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 3.1% იყო.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი წარმატებით დაასრულა
27 ივნისი 2024

2024 წლის 26-27 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა და კომუნიკაციების გუნდებმა წარმატებით დაასრულეს მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც შვედეთმა დააფინანსა.

შეავსე ფორმა