23
მარტი
2026
ეკონომიკური აქტივობა 2025 წლის ბოლომდე ძლიერი იყო, თუმცა ზრდის ტემპის ნორმალიზაცია გრძელდებოდა. წინასწარი შეფასებებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 2025 წელს 7.5% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოშვება კვლავ საქართველოს გრძელვადიან ტრენდს აღემატებოდა, მაშინაც კი, როცა ეკონომიკა თანდათანობით პოტენციურ დონეს უახლოვდებოდა.
23
მარტი
2026
წვანე ეკონომიკაზე გადასვლა ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ საყრდენად იქცა, რაც ასახავს აუცილებლობას, ეკონომიკური ზრდა თანხვედრაში იყოს გარემოსდაცვით მდგრადობასთან. საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტების განმარტებით, მწვანე ეკონომიკა არის დაბალნახშირბადიანი, რესურსეფექტური და სოციალურად ინკლუზიური ეკონომიკა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი რისკების შემცირება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის პარალელურად.
20
მარტი
2026
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 5.1%-ით, მეორე კვარტალში კი 6.3%-ით გაიზარდოს. 2026 წლის წლიური ზრდა პესიმისტურ სცენარში 4.9%-ს, ხოლო ოპტიმისტურ ან საშუალო გრძელვადიან სცენარში 6.3%-ს შეადგენს.
26
თებერვალი
2026
2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2026 წლის იანვრის მაჩვენებელს და 14.3%-ით 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელს.
23
თებერვალი
2026
ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში შობადობის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ტრანსფორმაციად იქცა. გლობალური შობადობის ჯამური კოეფიციენტი (TFR), რომელიც განისაზღვრება როგორც შვილების საშუალო რაოდენობა, რომელსაც ქალი გააჩენდა იმ შემთხვევაში, თუ მისი რეპროდუქციული ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდებოდა ასაკობრივი შობადობის ამჟამინდელი მაჩვენებლები, 1960-იანი წლების დასაწყისში თითო ქალზე დაახლოებით ხუთი ბავშვიდან 2020-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 2.3 ბავშვამდე შემცირდა.