შეავსე ფორმა
Logo
თებერვალი 2026 | ხაჭაპურის ინდექსი 14.3%-ით გაიზარდა
26 თებერვალი 2026

2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2026 წლის იანვრის მაჩვენებელს და 14.3%-ით 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელს.

იანვარი 2026 | ხაჭაპურის ინდექსი 12.9%-ით გაიზარდა
30 იანვარი 2026

2026 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.92 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.8%-ით აღემატება 2025 წლის დეკემბრის და 12.9%-ით აღემატება 2025 წლის იანვრის მაჩვენებელს. ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით იყო განპირობებული, რაც ახალი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებას და იმპორტირებულ რძის ფხვნილზე დამოკიდებულების ზრდას ასახავდა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის განწყობა უმნიშვნელოდ გაიზარდა
27 იანვარი 2026

2026 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI), მცირედით, 1.7 პუნქტით გაიზარდა და 9.2-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება საფინანსო (7.3) და სოფლის მეურნეობის (6.9) სექტორებში დაფიქსირდა.

საქართველოს მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი 2024
23 იანვარი 2026

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 53% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 45.6% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 8.3 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2021 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით).

იანვარი 2026 | საქართველოს ზრდის იმპულსი მკაცრი მონეტარული პირობების ფონზე: მშპ-ის პროგნოზის განახლება, იანვარი 2026
20 იანვარი 2026

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.6%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.

შეავსე ფორმა