19-20 ოქტომბერს ISET-მა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კრიზისის დროს“. ორდღიან ღონისძიებაში, რომელსაც ISET და FREE Network (აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკის კვლევების ფორუმი) მასპინძლობდნენ, მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა 15 ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
21-22 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იაროსლავა ბაბიჩმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან კონფერენციაში „სათამაშო მოედანი აკადემიაში: რატომ არიან ქალები ნაკლებად წარმოდგენილნი?“.
აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმი (FREE Network), თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი იწყებენ აპლიკაციების მიღებას გენდერული ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა: „გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება კრიზისის დროს“.
29 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტი“, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი გენდერის პოლიტიკაზე მომუშავე საზოგადოებას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შვედეთის მთავრობისგან 5,200,000 შვედური კრონი მიიღო. გრანტის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა.