RECONOMY 7-წლიანი პროგრამაა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გარიყული და დაუცველი ჯგუფების, გაძლიერებას ემსახურება. პროგრამის მიზანია, შემოსავლებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების ინკლუზიური და მდგრადი ზრდით საშუალება მისცეს სამიზნე ჯგუფებს, ისარგებლონ ეკონომიკური შესაძლებლობებით.
სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის აუცილებელი პირობაა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პროექტის მიზანია მულტიპლიკატორების შემუშავება, რომელთა გამოყენებითაც შეფასდება, რა არაპირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციები და გაზრდილი შემოსავლები.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განათლებაშია ნათელი მომავლის გასაღები. ზოგადად, განათლებულ ადამიანებს უფრო მაღალი შემოსავლები აქვთ, მათში დაბალია უმუშევრობის დონე. განათლების მაღალი დონის მქონე ქვეყნები უფრო სწრაფად იზდებიან და მათთან ინოვაციაც მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში განათლება ინვესტიციად მიიჩნევა და, მსგავსად სხვა ინვესტიციებისა, განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასაც თან სდევს ხარჯები და სარგებელი.