2023 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.94 ლარი იყო, რაც 18.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელს. თვიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის საშუალო ღირებულება უმნიშვნელოდ, 0.1%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. ხაჭაპურის საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება.
2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.90 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.9%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ოქტომბრის) და 27.3%-ით წინა წლის (2021 წლის ნოემბრის) მაჩვენებელს.
მეცხოველეობის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ქმნის რა სექტორის მთლიანი გამოშვების ნახევარზე მეტს. მართალია ფერმერული მეურნეობები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია, სადაც სოფლის მეურნეობა უპირატესად მეცხოველეობითაა წარმოდგენილი.
შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლებით ქართული მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის წახალისება?