დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
პროექტის „ინკლუზიური წვდომა ბაზრებზე“ (IA2M) მიზანია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ევროკავშირისა და ევროპის ბაზრებზე.
უკანასკნელ წლებში გაციფრულება კვლავაც განაგრძობს გლობალური კონტექსტის გარდაქმნას და გავლენას ახდენს ცხოვრების და ბიზნესის კეთების ყველა ასპექტზე. პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ის კრიტიკულ ფაქტორად აქცია ბიზნესების სიცოცხლისუნარიანობისთვის.
დიგიტალიზაცია არის პროცესი ცვლილებებისა, რომლებსაც ციფრული ტექნოლოგიები იწვევს ან განაპირობებს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში. ბიზნესთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს ციფრულ სიახლეებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნეს მოდელებზე და ამა თუ იმ პროდუქტის შექმნასა თუ მომსახურების მიწოდებაზე.
COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.