2024 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,411 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მაისში სრული წარმოება 1,325 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰესების (+7%) ზრდამ განაპირობა, მაშინ, როცა თესების (-100%) და ქარის (-14) სადგურების გამომუშავება შემცირდა.
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მოიპოვა, რითიც ის გახდა ერთადერთი აკადემიური პროგრამა საქართველოში, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა.
პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა ე.წ. “რუსული კანონის” დამტკიცებისა და მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე. ინდექსის პიკს ემთხვევა ევროპის მოედანზე ჩატარებული შეკრებისა და კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2024 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა.