ტერმინს „დოლარიზაცია“, ჩვეულებრივ, აკადემიური ეკონომისტებისა და ფინანსების სპეციალისტების წრეში იყენებენ, თუმცა ის ქართველების ყოველდღიურ ლექსიკაშიც დამკვიდრდა. მაგრამ ცოტას თუ ესმის, რა არის დოლარიზაცია, საიდან მოდის და რატომ უნდა გვაინტერესებდეს. ამ ბლოგით შევეცდებით, არსებული ინფორმაციული ვაკუუმი შევავსოთ.
2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.
არაფორმალური (ნაწილობრივი) დოლარიზაცია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ტრანზაქციებში და ღირებულების განსაზღვრისას, ადგილობრივი ვალუტის პარალელურად გამოიყენება უცხოური ვალუტა. ქვეყნისთვის კარგი არ არის მაღალი ნაწილობრივი დოლარიზაცია, რადგან ის ხელ-ფეხს უკრავს ეროვნულ ბანკს და ურთულებს მას მონეტარული პოლიტიკის გატარებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2016 წლის სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2015 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.